Wednesday, October 28, 2009

Ready, Steady, GO ! ! !

სულ რაღაც 2 საათში იწყება ახალი სეზონი, ახალი ღამისთევები, ახალი ნერვებისწყვეტა. აგრეთვე პირადად მე გამეზრდება საკუთარი ფრჩხილების კვების რაციონი მინიმუმ 2ჯერ.

სეზონს თავისთავად თანს სდევს ფანტაზი (სახალხოდ ცნობილი როგორც "დააგოიმე მოთამაშე შენს ზემოთ", "აბა დამადაფე" (ნუ პაგაძი,დაფის პონტში), "შეულოცე მოთამაშეს შეს ქვემოთ" და ა.შ)

პირველ თამაშს ხსნის ორი ჩემპიონობის კანდიდატი, ყველა დროის საუკეთესო გუნდი და ოჰაიოელი ჭაბუსნი.

შევეცდები ყოველდღიური რევიუები გავაკეთო ხოლმე მიმდინარე სეზონის...


Go Wolves !

I DO LOVE THIS GAME ! ! !

Thursday, September 10, 2009

ნასინგ იზი, ანუ Road To The A Division

09.09.09 დიდი დღე გამოდგა ქართული კალათბურთისთვის, როგორც იქნა 3 წლიანი წვალების შემდეგ გადავედით "ა" დივიზიონში. მიმდინარე სეზონში თითქმის ყველაფერი იდეალური იყო, ტვინს არ გიბურღავდა ტიმუ რანიკო თავისი მოტოლათი და კოპონენით, სლოვაკეთთან ბოლო წამებზე გასვლას არ ვაგებდით და ა.შ
უდიდესი განცდა და სიხარული იყო ჯერ როდესაც შვედები დავამარცხეთ და პლეიოფი მოვიგეთ ხოლო მეორე ტალღა კი დღეს როდესაც გამარჯვებით წერტილი დავუსვით ლუკაშენკოს დამქაშების იმედებს ა დივიზიონში გადასვლასთან დაკავშირებით. მიმდინარე სეზონში ქართველების ბრწყინვალე თამაში იმითაც აისახება რომ ბ დივიზიონის ლიდერები მთელ 4 კატეგორიაში (ქულა – სანიკიძე, მოხსნა – სანიკიძე, პასი – ცინცაძე, ჩაჭრა – ელისი) ქართველები გახლდათ.

ამ მიზნამდე მიყვანა ჩვენი კალათბურთელებიდან ალბათ ყველაზე მეტად Air Georgia–ს, ვიქტორ სანიკიძეს მიუძღვის. ადამიანი რომლისთვის დაღლის ცნება უცნობია. თავგანწირული თამაში და ბრწყინვალე დაცვამ განაპირობა ფაქტიურად ყველა თამაშის სასურველი შედეგით დასრულება.
ძალიან მომატებული აქვს გიორგი ცინცაძესაც რომელიც წინა გათამაშებასთან შედარებით ძალიან დაღვინებულია.
ვოვა ბოისა როგორც ყოველთვის ყველაზე მუშა მოთამასეა მოედანზე. ძალიან ბევრს შრომობს უბურთოდ, და შეიძლება ითქვას ნაკრების ყველაზე Underrated კალათბურთელია.
ტაირონ ელისი თავის საქმეს ბრწინვალედ ასრულებდა,პლიუს ამას თავისი ათლეტიციზმით ბრწყინვალე მომენტები გვაჩუქა, (რამოდენიმე ბლოკი ფარქვეშ და რამოდენიმეც უშუალოდ სროლის დროს)
რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას. მისი თამაში მიმდინარე ციკლში ცოტა მსუბუქად რო ვთქვათ არა NBAს ცენტრის (თუნდაც სათადარიგო და თუნდაც ატლანტა ჰოუქსის) დონის იყო. დაცვა 0, თამაშიდან რეალიზაციის % –3... ძალიან დიდი იმედი მაქვს მომავალ წელს ცოტა დახვეწავს თამაშის სტილს თორე რო ვუყურებ პოლონეთს და უკრაინას, გული მიკვდება რა დღეში არიან მარსინ გორტატი და ალეკსეი პეჩოროვი (ზაზას საგრძნობლად მეტი წუთები აქვს სათამაშო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, და თუ არ ვცდები ხელფასიც).

ეგზომ ამაღელვებელი სურათი სადაც აღბეჭდილია ზაზას დაუღალავი შრომით ნაგროვები მონაგარი.



აგრეთვე რათქმაუნდა უყურადღებოდ არ შეიძლება იქნას დატოვებული ყოჩაღი იგორი. ესეთი დონის მწვრთნელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ უმუშავია ქართველებთან. ციკლის დასრულების შემდეგ იგორ კოკოშკოვი ამერიაკში გაემგზავრება ნბა–ს გუნდ "ფინიქს სანს"–ის დამხმარე მწვრთნელის ამპლუაში.

ქართველების ლამაზმა და რაც მთავარია შედეგიანმა (ფეხბურთში შეჩვეული ვართ ფრაზას "ჩვენებმა კარგად ითამაშეს მაგრამ წააგეს") თამაშმა არც ქართველი გულშემატკივარი დატოვა გულგრილი. ყოველი თამაშის შემდეგ მაყურებელთა ინტერესი და რაოდენობა უფრო და უფრო იმატებდა. დღევანდელი თამაშის ბილეთები უკვე 8ში დილით გათავდა. გულშემატკივრობა იყო სამაგალითო, მთელი თამაშის განმავლობაში არ ჩუმდებოდა ხალხი.

ასე რომ "ა" დივიზიონისთვის სპორტის სასახლე გატენილი მაყურებლებით ჩვენს მთავარ კოზირად უნდა ვაქციოთ...



ველოდებით მომავალ წელს უდიდესი სიამოვნებით

დიდი მადლობა ბიჭებს...

Wednesday, August 12, 2009

Jonny Flynn, მორიგი მეგა ვარსკვლავი?

ეხლახანს ვუყურე ამ ვიდეოს და იმდენად გავოგნდი არ შემეძლო არ დამედო. არ მქონდა თამაშის მომენტები ნანახი, თუმცა ის კი ვიცოდი რო ახალწვეულების ყველაზე ღირებული მოთამაშე გახდა ზაფხულის ლიგის, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ ამ დონეზე ექნებოდა ნათამაშები. დიდი იმედია მომავალ წელს სასტარტო იქნება და ჩაკი ეტკინსს არ დააწყებინებენ. რასაც ვუყურე ძალიან მაგარი მოანცემები აქვს, ერთი დაცვაში როგორია ის არ ჩანს ამ კადრებიდან.

პ.ს მაგრამ ხო ვიცი ამ იდიოტების ამბავი მომავალ წელს დამპიერში ან დესაგანაში გაცვლიან...

პ.პ.ს რუბიოს შეუძლია სამუდამოდ ნახუი ქნას ნბადან...

მოკლედ ჯონი ფლინი ზაფხულის ლიგის ყველაზე ღირებული ახალწვეული...






Tuesday, August 11, 2009

Funk The Dunk

მორიგი რილიზი NBA-ს გასული სეზონიდან, 2008–2009 სეზონის 10 საუკეთესო Dunk ნბა–ს აზრით

Damn, I Do Love This Game !!!









Wednesday, August 5, 2009

Sacha Baron Cohen VS N B A

მოგეხსენებათ საშა ბარონ კოენი, ინგლისელი გენიოსი რომელიც ხალხმა მასობრივად ბორატით გაიცნო, ბორატობამდე დიდი ხნით ადრე "ალი ჯი" –ს პერსონაჟით მოღვაწეობდა და ანალოგიურად უშრობდა სისხლს რესპოდენტებს...

ეს ვიდეო არის მორიგი შედევრი საშასი სადაც მოშნად კენწლის მოთამაშეებსა და წამყვანებს

კალათბურთის გულშემატკივრისათვის MUST SEE ვიდეოა