Thursday, September 10, 2009

ნასინგ იზი, ანუ Road To The A Division

09.09.09 დიდი დღე გამოდგა ქართული კალათბურთისთვის, როგორც იქნა 3 წლიანი წვალების შემდეგ გადავედით "ა" დივიზიონში. მიმდინარე სეზონში თითქმის ყველაფერი იდეალური იყო, ტვინს არ გიბურღავდა ტიმუ რანიკო თავისი მოტოლათი და კოპონენით, სლოვაკეთთან ბოლო წამებზე გასვლას არ ვაგებდით და ა.შ
უდიდესი განცდა და სიხარული იყო ჯერ როდესაც შვედები დავამარცხეთ და პლეიოფი მოვიგეთ ხოლო მეორე ტალღა კი დღეს როდესაც გამარჯვებით წერტილი დავუსვით ლუკაშენკოს დამქაშების იმედებს ა დივიზიონში გადასვლასთან დაკავშირებით. მიმდინარე სეზონში ქართველების ბრწყინვალე თამაში იმითაც აისახება რომ ბ დივიზიონის ლიდერები მთელ 4 კატეგორიაში (ქულა – სანიკიძე, მოხსნა – სანიკიძე, პასი – ცინცაძე, ჩაჭრა – ელისი) ქართველები გახლდათ.

ამ მიზნამდე მიყვანა ჩვენი კალათბურთელებიდან ალბათ ყველაზე მეტად Air Georgia–ს, ვიქტორ სანიკიძეს მიუძღვის. ადამიანი რომლისთვის დაღლის ცნება უცნობია. თავგანწირული თამაში და ბრწყინვალე დაცვამ განაპირობა ფაქტიურად ყველა თამაშის სასურველი შედეგით დასრულება.
ძალიან მომატებული აქვს გიორგი ცინცაძესაც რომელიც წინა გათამაშებასთან შედარებით ძალიან დაღვინებულია.
ვოვა ბოისა როგორც ყოველთვის ყველაზე მუშა მოთამასეა მოედანზე. ძალიან ბევრს შრომობს უბურთოდ, და შეიძლება ითქვას ნაკრების ყველაზე Underrated კალათბურთელია.
ტაირონ ელისი თავის საქმეს ბრწინვალედ ასრულებდა,პლიუს ამას თავისი ათლეტიციზმით ბრწყინვალე მომენტები გვაჩუქა, (რამოდენიმე ბლოკი ფარქვეშ და რამოდენიმეც უშუალოდ სროლის დროს)
რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას. მისი თამაში მიმდინარე ციკლში ცოტა მსუბუქად რო ვთქვათ არა NBAს ცენტრის (თუნდაც სათადარიგო და თუნდაც ატლანტა ჰოუქსის) დონის იყო. დაცვა 0, თამაშიდან რეალიზაციის % –3... ძალიან დიდი იმედი მაქვს მომავალ წელს ცოტა დახვეწავს თამაშის სტილს თორე რო ვუყურებ პოლონეთს და უკრაინას, გული მიკვდება რა დღეში არიან მარსინ გორტატი და ალეკსეი პეჩოროვი (ზაზას საგრძნობლად მეტი წუთები აქვს სათამაშო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, და თუ არ ვცდები ხელფასიც).

ეგზომ ამაღელვებელი სურათი სადაც აღბეჭდილია ზაზას დაუღალავი შრომით ნაგროვები მონაგარი.



აგრეთვე რათქმაუნდა უყურადღებოდ არ შეიძლება იქნას დატოვებული ყოჩაღი იგორი. ესეთი დონის მწვრთნელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ უმუშავია ქართველებთან. ციკლის დასრულების შემდეგ იგორ კოკოშკოვი ამერიაკში გაემგზავრება ნბა–ს გუნდ "ფინიქს სანს"–ის დამხმარე მწვრთნელის ამპლუაში.

ქართველების ლამაზმა და რაც მთავარია შედეგიანმა (ფეხბურთში შეჩვეული ვართ ფრაზას "ჩვენებმა კარგად ითამაშეს მაგრამ წააგეს") თამაშმა არც ქართველი გულშემატკივარი დატოვა გულგრილი. ყოველი თამაშის შემდეგ მაყურებელთა ინტერესი და რაოდენობა უფრო და უფრო იმატებდა. დღევანდელი თამაშის ბილეთები უკვე 8ში დილით გათავდა. გულშემატკივრობა იყო სამაგალითო, მთელი თამაშის განმავლობაში არ ჩუმდებოდა ხალხი.

ასე რომ "ა" დივიზიონისთვის სპორტის სასახლე გატენილი მაყურებლებით ჩვენს მთავარ კოზირად უნდა ვაქციოთ...



ველოდებით მომავალ წელს უდიდესი სიამოვნებით

დიდი მადლობა ბიჭებს...

3 comments:

Dea Chill said...

ნასინგ იზი სანდრო:D
ეს ერთი და სხვა მრავლები გამარჯვებები ჩვენს ბიჭებს :ლოვე:

და მმადლობებიც :ბის:

Leonard Shelby said...

ზაზამ ბოლო თამაშში დაცვაში კარგად ითამაშა აი შეტევაში კი ისე ჩაისვარა, რომ ძლივს მოვუგეთ ბელარუსიას.
მთლიანობაში კარგი გუნდი გვყავს, თან ყველა ახალგაზრდაა და წლებთან ერთდ კიდევ უფრო მეტდ დაიხვეწებიან. ამათ მარკოიშვილი მიამატე კიდევ და მინიმუმ ა დივიზიონში უნდა დავრჩეთ მომოვალ წელს.

Andria said...

ნასინგ იიიზი... ნასინგ იიიზი... ვირ გოინგ თუ დივიჟენ ეი ბებიბე... ვი ოლ ნოუ ვი გაჩ იორ საფორთ