09.09.09 დიდი დღე გამოდგა ქართული კალათბურთისთვის, როგორც იქნა 3 წლიანი წვალების შემდეგ გადავედით "ა" დივიზიონში. მიმდინარე სეზონში თითქმის ყველაფერი იდეალური იყო, ტვინს არ გიბურღავდა ტიმუ რანიკო თავისი მოტოლათი და კოპონენით, სლოვაკეთთან ბოლო წამებზე გასვლას არ ვაგებდით და ა.შ
უდიდესი განცდა და სიხარული იყო ჯერ როდესაც შვედები დავამარცხეთ და პლეიოფი მოვიგეთ ხოლო მეორე ტალღა კი დღეს როდესაც გამარჯვებით წერტილი დავუსვით ლუკაშენკოს დამქაშების იმედებს ა დივიზიონში გადასვლასთან დაკავშირებით. მიმდინარე სეზონში ქართველების ბრწყინვალე თამაში იმითაც აისახება რომ ბ დივიზიონის ლიდერები მთელ 4 კატეგორიაში (ქულა – სანიკიძე, მოხსნა – სანიკიძე, პასი – ცინცაძე, ჩაჭრა – ელისი) ქართველები გახლდათ.
ამ მიზნამდე მიყვანა ჩვენი კალათბურთელებიდან ალბათ ყველაზე მეტად Air Georgia–ს, ვიქტორ სანიკიძეს მიუძღვის. ადამიანი რომლისთვის დაღლის ცნება უცნობია. თავგანწირული თამაში და ბრწყინვალე დაცვამ განაპირობა ფაქტიურად ყველა თამაშის სასურველი შედეგით დასრულება.
ძალიან მომატებული აქვს გიორგი ცინცაძესაც რომელიც წინა გათამაშებასთან შედარებით ძალიან დაღვინებულია.
ვოვა ბოისა როგორც ყოველთვის ყველაზე მუშა მოთამასეა მოედანზე. ძალიან ბევრს შრომობს უბურთოდ, და შეიძლება ითქვას ნაკრების ყველაზე Underrated კალათბურთელია.
ტაირონ ელისი თავის საქმეს ბრწინვალედ ასრულებდა,პლიუს ამას თავისი ათლეტიციზმით ბრწყინვალე მომენტები გვაჩუქა, (რამოდენიმე ბლოკი ფარქვეშ და რამოდენიმეც უშუალოდ სროლის დროს)
რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას. მისი თამაში მიმდინარე ციკლში ცოტა მსუბუქად რო ვთქვათ არა NBAს ცენტრის (თუნდაც სათადარიგო და თუნდაც ატლანტა ჰოუქსის) დონის იყო. დაცვა 0, თამაშიდან რეალიზაციის % –3... ძალიან დიდი იმედი მაქვს მომავალ წელს ცოტა დახვეწავს თამაშის სტილს თორე რო ვუყურებ პოლონეთს და უკრაინას, გული მიკვდება რა დღეში არიან მარსინ გორტატი და ალეკსეი პეჩოროვი (ზაზას საგრძნობლად მეტი წუთები აქვს სათამაშო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, და თუ არ ვცდები ხელფასიც).
ეგზომ ამაღელვებელი სურათი სადაც აღბეჭდილია ზაზას დაუღალავი შრომით ნაგროვები მონაგარი.
აგრეთვე რათქმაუნდა უყურადღებოდ არ შეიძლება იქნას დატოვებული ყოჩაღი იგორი. ესეთი დონის მწვრთნელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ უმუშავია ქართველებთან. ციკლის დასრულების შემდეგ იგორ კოკოშკოვი ამერიაკში გაემგზავრება ნბა–ს გუნდ "ფინიქს სანს"–ის დამხმარე მწვრთნელის ამპლუაში.
ქართველების ლამაზმა და რაც მთავარია შედეგიანმა (ფეხბურთში შეჩვეული ვართ ფრაზას "ჩვენებმა კარგად ითამაშეს მაგრამ წააგეს") თამაშმა არც ქართველი გულშემატკივარი დატოვა გულგრილი. ყოველი თამაშის შემდეგ მაყურებელთა ინტერესი და რაოდენობა უფრო და უფრო იმატებდა. დღევანდელი თამაშის ბილეთები უკვე 8ში დილით გათავდა. გულშემატკივრობა იყო სამაგალითო, მთელი თამაშის განმავლობაში არ ჩუმდებოდა ხალხი.
ასე რომ "ა" დივიზიონისთვის სპორტის სასახლე გატენილი მაყურებლებით ჩვენს მთავარ კოზირად უნდა ვაქციოთ...
ველოდებით მომავალ წელს უდიდესი სიამოვნებით
დიდი მადლობა ბიჭებს...
Showing posts with label ფაჩულია. Show all posts
Showing posts with label ფაჩულია. Show all posts
Thursday, September 10, 2009
ნასინგ იზი, ანუ Road To The A Division
ავტორი კუ-კლუქს-კლანეთი at 3:09 AM 3 comments
Labels: ვიქტორ, ზაზა, იგორ კოკოშკოვი, ნასინგ იზი, სანიკიძე, ფაჩულია
Subscribe to:
Posts (Atom)