Showing posts with label NBA. Show all posts
Showing posts with label NBA. Show all posts

Wednesday, October 28, 2009

Ready, Steady, GO ! ! !

სულ რაღაც 2 საათში იწყება ახალი სეზონი, ახალი ღამისთევები, ახალი ნერვებისწყვეტა. აგრეთვე პირადად მე გამეზრდება საკუთარი ფრჩხილების კვების რაციონი მინიმუმ 2ჯერ.

სეზონს თავისთავად თანს სდევს ფანტაზი (სახალხოდ ცნობილი როგორც "დააგოიმე მოთამაშე შენს ზემოთ", "აბა დამადაფე" (ნუ პაგაძი,დაფის პონტში), "შეულოცე მოთამაშეს შეს ქვემოთ" და ა.შ)

პირველ თამაშს ხსნის ორი ჩემპიონობის კანდიდატი, ყველა დროის საუკეთესო გუნდი და ოჰაიოელი ჭაბუსნი.

შევეცდები ყოველდღიური რევიუები გავაკეთო ხოლმე მიმდინარე სეზონის...


Go Wolves !

I DO LOVE THIS GAME ! ! !

Tuesday, August 11, 2009

Funk The Dunk

მორიგი რილიზი NBA-ს გასული სეზონიდან, 2008–2009 სეზონის 10 საუკეთესო Dunk ნბა–ს აზრით

Damn, I Do Love This Game !!!









Wednesday, August 5, 2009

Sacha Baron Cohen VS N B A

მოგეხსენებათ საშა ბარონ კოენი, ინგლისელი გენიოსი რომელიც ხალხმა მასობრივად ბორატით გაიცნო, ბორატობამდე დიდი ხნით ადრე "ალი ჯი" –ს პერსონაჟით მოღვაწეობდა და ანალოგიურად უშრობდა სისხლს რესპოდენტებს...

ეს ვიდეო არის მორიგი შედევრი საშასი სადაც მოშნად კენწლის მოთამაშეებსა და წამყვანებს

კალათბურთის გულშემატკივრისათვის MUST SEE ვიდეოა





Tuesday, August 4, 2009

ახალი BLOCKbuster NBA-სგან

ბევრისათვის კალათბურთი სხვადასხვა კომპონენტითაა ლამაზი, ზოგს no look behind the back pass იზიდავს,ზოგისთვის ყველაზე დიდი სიამოვნების მომტანი Fade away jumper გახლავთ, ბევრისათვის Pick and roll combination, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ლამაზი და გამაოგნებელი ყოველთვის იყო და იქნება ბლოკები. ალბათ ყველაზე რთული "ილეთი" კალათბურთის თამაშისას, სადაც საჭიროა პოზიციის შერჩევის და დროული რეაქციის საუკეთესო სინთეზი. უბრალოდ უყურეთ და დატკბით...



და რამოდენიმე შედევრი სურათი...

ცხოველი და არაადამიანი ჰოვარდი



ძლევაი საკვირველი



ჭეშმარიტი ბრიტანელი ჯენტლმენი და ჩაის კაი მსმელი კაცი კელენა აზუბუიკე ბლოკავს ევა ლონგორიას პუდელს.




ჩემი აზრით საუკეთესო ბლოკი, ამას უბრალოდ მოხერხება უნდა

Monday, August 3, 2009

რაც ყველაზე სეზონი იქნება, ეს სეზონი იქნება


წლევანდელი სეზონის დაწყებას ველოდები ისე როგორც არასდროს, ისე ველოდები როგორც ორსულობის შიშით შეპყრობილი მანდილოსანი ელოდება მენსტრუაციას.

მოკლედ მიმდინარე სეზონში სატრანსფერო რინოკის გადამკიდე ძალიან საინტერესო გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია, ბევრი გუნდი გადაეწყო უსერიოზულესად. პირველ რიგში აღვნიშნავ რათქმაუნდა Boston Celtics -ს, რაშიდის ვოლესის დამატებით არამარტო გუნდის საშუალო სტატისტიკას გაზრდიან ტექნიკურ ჯარიმებში, არამედ ძალიან დიდად გაზრდიან მეთვრამეტე ჩემპიონობის აღების შანსს, ამას პლიუს საკმაოდ კარგი სვინგმენი მაკიზ დენიელსი რომელიც ბენჩის ყველაზე ნათელი წერტილი იქნება, კენდრიკთან ერთად. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ლეონ პოუი და მძორ დეივისი გადავიდნენ რომელიმე სხვა გუნდში, დიდების პრობლემა საბოლოოდ აღარ იქნება ამ გუნდში. ჩემი აზრით სელტიკსი #1 ქონთენდერი იქნება მომავალ წელს.

მეორე ძალიან სიმპატიური გუნდი აღმოცენდა Orlando Magic სახით, რომელმაც შარშან ბევრისათვის (არა ჩემთვის) პატარა სენსაცია მოახდინა და გააბუნძულა მეფე უკან ოჰაიოში. ოკულ დეფტერის გაშვება ძალინ დიდი დარტყმა კი იყო გუნდისთვის, რამეთუ ერთერთი ყველაზე მაგარი ევროპელი უნივერსალი გახლავთ, ხოლო გუნდში გადავიდა ერთერთი ყველაზე ნიჭიერი, მაგრამ ყველაზე პოხუისტი კალათბურთელი (დენის როდმანის მერე), ვინს კარტერი. გავკადნიერდები და ვიტყვი რომ დღევანდელი სიტუაციით და ჩემის მოკრძალებული აზრით შაურმა ქებაბს უფრო დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ვიდრე კარტერს. ჰედო ბევრად უკეთესი დამცველია, აგრეთვე შეუძლია დაიცვას 1–3მდე პოზიციები, ბურთის ფლობა და განაწილება აქვს უკეთესი. რაც შეეხება სროლას დაახლოებით ერთნაირი აქვთ. უბრალოდ ერთი ბურთს ვერ ტენის 12 მეტრიდან 720 გრადუსით ჰაერში 4ჯერ ბურთის ფეხებში გატარებით. გარდა კარტერისა უსერიოზულესი შენაძენი გააკეთეს მეტ ბარნსის სახით და აგრეთვე შეინარჩუნეს უსერიოზულესი მცველი Air France,რომელიც ალბათ Air Canada –ს შემცვლელი იქნება. ასე რომ დონ ნელსონის ოქროს ბიჭების და მარკ კიუბანის ღამის კოშმარი კოლექტივიდან ორმა, ბარნსმა და პიეტრუსმა, ერთად მოიყარა თავი ამერიკის მოპირდაპირე სანაპიროზე.
რაც შეეხება ორლანდოს ვიტყვი რომ #2 ფავორიტები არიან ჩემი აზრით

წინა სეზონის ტრიუმფატორები (დერეკ ფიშერის და კორტნი ლის ხელი რო მოვტ&ან მე ორივესი ცალცალკე აღებული) Los Angeles Lakers გაძლიერდა კიდევ ერთი ტექნიკური ჯარიმების კორიფეთი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ სეზონის საუკეთესო დამცველიც კი გახდა, თუმცა მისი გაძლიერება მოხდა ტრევორ არიზას ხარჯზე რომელიც ახალგაზრდა და საკმაოდ კარგი დამცველია. თუ გუნდი ლამზირ ოდომმა დატოვა, შესაძლოა გუნდი სუპერფინალამდეც ვერ მივიდეს.
მიუხედავად ლამარას გადაწყვეტილებისა მაინც ვფიქრობ რომ # 3 ფავორიტები ლოს ანჯელეს ლეიეკერსელები (გავკარი ამათ არარსებულ ტბებს ლოს ანჯელესში).

რაც შეეხება ოჰაიოელ ჭაბუკებს, 200 კილოიანი ცხოველის დამატებით შეინარჩუნეს ის პოზიცია და მდგომარეობა რაც ამ წელს ჰქონდათ. ძალიან მჯერა რომ დიდს ვერაფერს მიაღწევენ, თუმცა მაინც იყოს მეოთხე ფავორიტებად Cleveland Cavaliers თორე ლებრონა ეტყვის ნაიკის დამქაშებს და ამ პოსტს ამოაღებინებენ ადმინისტრაციას.

მეხუთე ფავორიტებად (აქ უკვე შეუძლიათ გაიხარონ ტურინის იუვენტუსის გულშემატკივრებმა) ალბათ ყოველთვის გასათვალისწინებელია დიადი ტიმოთესა და გრეგის გუნდი. ტომას ჯეფერსონის (© ALI G) - დამატებით გუნდი სერიოზულად გაძლიერდა, ეროვნებით უჯიშო მანუ ჯინობილი თუ მთელი სეზონი ჯანზე იქნა და ევა ლონგორიამაც ყველა სექსუალური ფანტაზია აუსრულა ჭაბუკსა და გრეგ პოპოვიჩსაც მაშინ მოგვიწევს სუპერ ფინალამდე ამათი სვარკის ყურება.


რაც შეეხება Improvement–ებს.

მომავალ წელს საგრძნობლად გაუმჯობესდებიან ისეთი გუნდები როგორიცაა, ნიუ ორლეანსი (ემეკა ოკაფორის დამატებით) ლოს ანჯელეს კლიპერსი (ბლეიკ გრიფინის დამატებით); და რათქმაუნდა მინესოტა ტიმბერვულვზი (ჯონი ფლინის აყვანით რომელიც ზაფხულის ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რუბიოს ლათინოს დედაში მოაწყო მიშამ აღლუმი)


ჩემი პროგნოზები კონფერენციების მიხედვით შემდეგია

Eastern Conference

1. Boston Celtics
2. Orlando Magic
3. Cleveland Cavaliers
4. Detroit Pistons
5. Miami Heat
6. Philadelphia 76ers
7. Atlanta Hawks
8. Washington Wizards

9. Charlotte Bobcats
10. Indiana Pacers
11. New York Knicks
12. Chicago Bulls
13. Toronto Raptors
14. Milwaukee Bucks
15. New Jersey Nets


Western Conference

1. Los Angeles Lakers
2. San Antonio Spurs
3. New Orleans Hornets
4. Denver Nuggets
5. Utah Jazz
6. Portland TrailBlazers
7. Los Angeles Clippers
8. Dallas Mavericks

9. Phoenix Suns
10. Houston Rockets
11. Minnesota Timberwolves
12. Golden State Warriors
13. Oklahoma City Thunder
14. Sacramento Queens
15. Memphis Grizzlies

p.s+ ამას მომავალი წლის ფანტაზი ალბათ საბოლოოდ შემიწირავს

p.p.s კევინი მენატრება...

p.p.p.s და ნეტა ხვალ გათენდება?!