Showing posts with label Garnett. Show all posts
Showing posts with label Garnett. Show all posts

Monday, August 3, 2009

რაც ყველაზე სეზონი იქნება, ეს სეზონი იქნება


წლევანდელი სეზონის დაწყებას ველოდები ისე როგორც არასდროს, ისე ველოდები როგორც ორსულობის შიშით შეპყრობილი მანდილოსანი ელოდება მენსტრუაციას.

მოკლედ მიმდინარე სეზონში სატრანსფერო რინოკის გადამკიდე ძალიან საინტერესო გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია, ბევრი გუნდი გადაეწყო უსერიოზულესად. პირველ რიგში აღვნიშნავ რათქმაუნდა Boston Celtics -ს, რაშიდის ვოლესის დამატებით არამარტო გუნდის საშუალო სტატისტიკას გაზრდიან ტექნიკურ ჯარიმებში, არამედ ძალიან დიდად გაზრდიან მეთვრამეტე ჩემპიონობის აღების შანსს, ამას პლიუს საკმაოდ კარგი სვინგმენი მაკიზ დენიელსი რომელიც ბენჩის ყველაზე ნათელი წერტილი იქნება, კენდრიკთან ერთად. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ლეონ პოუი და მძორ დეივისი გადავიდნენ რომელიმე სხვა გუნდში, დიდების პრობლემა საბოლოოდ აღარ იქნება ამ გუნდში. ჩემი აზრით სელტიკსი #1 ქონთენდერი იქნება მომავალ წელს.

მეორე ძალიან სიმპატიური გუნდი აღმოცენდა Orlando Magic სახით, რომელმაც შარშან ბევრისათვის (არა ჩემთვის) პატარა სენსაცია მოახდინა და გააბუნძულა მეფე უკან ოჰაიოში. ოკულ დეფტერის გაშვება ძალინ დიდი დარტყმა კი იყო გუნდისთვის, რამეთუ ერთერთი ყველაზე მაგარი ევროპელი უნივერსალი გახლავთ, ხოლო გუნდში გადავიდა ერთერთი ყველაზე ნიჭიერი, მაგრამ ყველაზე პოხუისტი კალათბურთელი (დენის როდმანის მერე), ვინს კარტერი. გავკადნიერდები და ვიტყვი რომ დღევანდელი სიტუაციით და ჩემის მოკრძალებული აზრით შაურმა ქებაბს უფრო დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ვიდრე კარტერს. ჰედო ბევრად უკეთესი დამცველია, აგრეთვე შეუძლია დაიცვას 1–3მდე პოზიციები, ბურთის ფლობა და განაწილება აქვს უკეთესი. რაც შეეხება სროლას დაახლოებით ერთნაირი აქვთ. უბრალოდ ერთი ბურთს ვერ ტენის 12 მეტრიდან 720 გრადუსით ჰაერში 4ჯერ ბურთის ფეხებში გატარებით. გარდა კარტერისა უსერიოზულესი შენაძენი გააკეთეს მეტ ბარნსის სახით და აგრეთვე შეინარჩუნეს უსერიოზულესი მცველი Air France,რომელიც ალბათ Air Canada –ს შემცვლელი იქნება. ასე რომ დონ ნელსონის ოქროს ბიჭების და მარკ კიუბანის ღამის კოშმარი კოლექტივიდან ორმა, ბარნსმა და პიეტრუსმა, ერთად მოიყარა თავი ამერიკის მოპირდაპირე სანაპიროზე.
რაც შეეხება ორლანდოს ვიტყვი რომ #2 ფავორიტები არიან ჩემი აზრით

წინა სეზონის ტრიუმფატორები (დერეკ ფიშერის და კორტნი ლის ხელი რო მოვტ&ან მე ორივესი ცალცალკე აღებული) Los Angeles Lakers გაძლიერდა კიდევ ერთი ტექნიკური ჯარიმების კორიფეთი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ სეზონის საუკეთესო დამცველიც კი გახდა, თუმცა მისი გაძლიერება მოხდა ტრევორ არიზას ხარჯზე რომელიც ახალგაზრდა და საკმაოდ კარგი დამცველია. თუ გუნდი ლამზირ ოდომმა დატოვა, შესაძლოა გუნდი სუპერფინალამდეც ვერ მივიდეს.
მიუხედავად ლამარას გადაწყვეტილებისა მაინც ვფიქრობ რომ # 3 ფავორიტები ლოს ანჯელეს ლეიეკერსელები (გავკარი ამათ არარსებულ ტბებს ლოს ანჯელესში).

რაც შეეხება ოჰაიოელ ჭაბუკებს, 200 კილოიანი ცხოველის დამატებით შეინარჩუნეს ის პოზიცია და მდგომარეობა რაც ამ წელს ჰქონდათ. ძალიან მჯერა რომ დიდს ვერაფერს მიაღწევენ, თუმცა მაინც იყოს მეოთხე ფავორიტებად Cleveland Cavaliers თორე ლებრონა ეტყვის ნაიკის დამქაშებს და ამ პოსტს ამოაღებინებენ ადმინისტრაციას.

მეხუთე ფავორიტებად (აქ უკვე შეუძლიათ გაიხარონ ტურინის იუვენტუსის გულშემატკივრებმა) ალბათ ყოველთვის გასათვალისწინებელია დიადი ტიმოთესა და გრეგის გუნდი. ტომას ჯეფერსონის (© ALI G) - დამატებით გუნდი სერიოზულად გაძლიერდა, ეროვნებით უჯიშო მანუ ჯინობილი თუ მთელი სეზონი ჯანზე იქნა და ევა ლონგორიამაც ყველა სექსუალური ფანტაზია აუსრულა ჭაბუკსა და გრეგ პოპოვიჩსაც მაშინ მოგვიწევს სუპერ ფინალამდე ამათი სვარკის ყურება.


რაც შეეხება Improvement–ებს.

მომავალ წელს საგრძნობლად გაუმჯობესდებიან ისეთი გუნდები როგორიცაა, ნიუ ორლეანსი (ემეკა ოკაფორის დამატებით) ლოს ანჯელეს კლიპერსი (ბლეიკ გრიფინის დამატებით); და რათქმაუნდა მინესოტა ტიმბერვულვზი (ჯონი ფლინის აყვანით რომელიც ზაფხულის ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რუბიოს ლათინოს დედაში მოაწყო მიშამ აღლუმი)


ჩემი პროგნოზები კონფერენციების მიხედვით შემდეგია

Eastern Conference

1. Boston Celtics
2. Orlando Magic
3. Cleveland Cavaliers
4. Detroit Pistons
5. Miami Heat
6. Philadelphia 76ers
7. Atlanta Hawks
8. Washington Wizards

9. Charlotte Bobcats
10. Indiana Pacers
11. New York Knicks
12. Chicago Bulls
13. Toronto Raptors
14. Milwaukee Bucks
15. New Jersey Nets


Western Conference

1. Los Angeles Lakers
2. San Antonio Spurs
3. New Orleans Hornets
4. Denver Nuggets
5. Utah Jazz
6. Portland TrailBlazers
7. Los Angeles Clippers
8. Dallas Mavericks

9. Phoenix Suns
10. Houston Rockets
11. Minnesota Timberwolves
12. Golden State Warriors
13. Oklahoma City Thunder
14. Sacramento Queens
15. Memphis Grizzlies

p.s+ ამას მომავალი წლის ფანტაზი ალბათ საბოლოოდ შემიწირავს

p.p.s კევინი მენატრება...

p.p.p.s და ნეტა ხვალ გათენდება?!